გენუაში დატრიალებულ ტრაგედიას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან
გენუაში დატრიალებულ ტრაგედიას მსოფლიო ლიდერები „ტვიტერზე“ ეხმაურებიან.
დონალდ ტუსკი
„გულით და ფიქრებით გენუის მსხვერპლთან, მათი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ვარ”.
My heart and thoughts are in #Genoa with all the victims, their families and loved ones.
— Donald Tusk (@eucopresident) August 14, 2018
ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან კლოდ იუნკერი
„გენუის ტრაგიკული მოვლენების მიმართ ჩემს უდიდეს თანაგრძნობას გამოვთქვამ და გულწრფელად ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ახლობლებსა და მეგობრებს, იტალიელ ხალხს. სამაშველო ოპერაციების მონაწილეებს სიმტკიცესა და სიმამაცეს ვუსურვებ“.
Following the tragic events in #Genoa, I express my deepest sympathy and sincere condolences to the families and friends of those who have died and to the Italian people.
My best wishes of strength and courage go to those involved in the rescue operations. https://t.co/kfxzaOirgz— Jean-Claude Juncker (@JunckerEU) August 14, 2018
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
„ფიქრებით მსხვერპლთან, მათი ოჯახის წევრებსა და იტალიელ ხალხთან ვართ. საფრანგეთი ამ ტრაგედიის დროს იტალიის გვერდით დგას და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, დახმარება აღმოუჩინოს”.
I nostri pensieri vanno alle vittime, ai loro familiari e a tutto il popolo italiano. La Francia è vicina all’Italia in questa tragedia e rimane pronta ad apportare tutto il sostegno necessario. #Genova#Gêneshttps://t.co/A7YAfnK3AY
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) August 14, 2018
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი
„ხიდის საშინელი ჩამონგრევის გამო, თანავუგრძნობ გენუასა და იტალიელ ხალხს. გერმანელ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ მსხვერპლსა და მათ ახლობლებს“.
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო
„გენუას კადრები გულს გვტკენს. კანადა დღეს ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა მეგობრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს“.
The pictures from Genoa are heartbreaking. Canada extends its deepest condolences to the friends and loved ones of those killed in today’s bridge collapse, and we wish a full recovery to the injured.
— Justin Trudeau (@JustinTrudeau) August 14, 2018