გეგმური კვლევის ფარგლებში, ფოთის კლინიკის კიდევ ოთხ თანამშრომელს გამოიკვლევენ
გეგმური კვლევის ფარგლებში, ფოთის კლინიკის კიდევ ოთხ თანამშრომელს გამოიკვლევენ

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის დამატებით კლინიკის ოთხი თანამშრომელის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა.

„ფოთში დღეს ოთხ პირს ჩაუტარდა კვლევა. ისინი კლინიკის თანამშრომლები არიან. პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ვიმედოვნებთ, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითი იქნება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.