75 წლის ასაკში გარდაიცვალა მხატვარი და თეატრალური დეკორატორი მირიან შველიძე.
შველიძე 1975 წლიდან დღემდე იყო რუსთაველის თეატრის მთავარი მხატვარი.
მისი გაფორმებულია სპექტაკლები: „ყვარყვარე“, „რიჩარდ III“, „მეფე ლირი“, „ტიტუს ანდრონიკუსი“, „მაკბეტი“, „ქალის ტვირთი“, „ჯაყოს ხიზნები“ და სხვა.
მირიან შველიძე იყო საქართველოს სახალხო მხატვარი, ასევე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.