განმუხურის ამფითეატრში 4 აგვისტოს დათო ევგენიძის კონცერტი გაიმართება. დათო ევგენიძე მსმენელის წინაშე ბენდთან ერთად წარდგება.
პროექტს Check in Georgia ახორციელებს. კონცერტზე დასწრება თავისუფალია. ღონისძიების თანაორგანიზატორები სამეგრელო-ზემო სვანეთს გუბერნატორის ადმინისტრაცია და ზუგდიდის მერია არიან.