ძლიერმა შტორმმა ანაკლიასა და განმუხურში სანაპირო ზოლის ნაწილი და საზღვაო ინფრასტრუქტურა დააზიანა
ძლიერმა შტორმმა ანაკლიასა და განმუხურში სანაპირო ზოლის ნაწილი და საზღვაო ინფრასტრუქტურა დააზიანა

შავ ზღვაზე ძლიერმა შტორმმა ანაკლიასა და განმუხურში სანაპირო ზოლის ნაწილი და საზღვაო ინფრასტრუქტურა დააზიანა.

დაზიანდა განმუხურის ამფითეატრის საძირკველი. ასევე დაზიანებულია სანაპირომდე მისასვლელი ბილიკები. სტიქიამ პრობლემა შეუქმნა მწვანე ნარგავებსაც.

მდინარე ენგურმა ანაკლიაში სამი სახლიც დატბორა. ენგურის ზღვასთან შესართავის გახსნის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა.

ვითარებას ადგილზე გაეცნნე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მოხდება.

მისივე განცხადებით, ენგურზე ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება, რითაც წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გადაიჭრება.

ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.