ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 101 პირი რჩება
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 101 პირი რჩება

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 101 პირი რჩება.

რაც შეეხება თვითიზოლაციას, სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 12 პირია თვითიზოლაციაში. სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 2 032 პირზე.

გუშინ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 207 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია.