ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 101 პირი რჩება.
რაც შეეხება თვითიზოლაციას, სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 12 პირია თვითიზოლაციაში. სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 2 032 პირზე.
გუშინ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 207 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია.