სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივითა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეწყობით, კვირას, 1-ელ ივლისს ანაკლიის აკვაპარკში, სოციალურად დაუცველი ბავშვები დაისვენებენ. აკვაპარკში მოზარდები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან ჩავლენ .
მთელი დღის განმავლობაში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სხვადასხვა მუსიკალური და გასართობი ღონისძიებები ჩატარდება.
300-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ბავშვს გამაგრილებელი სასმელებით „კოკა-კოლა”, ხოლო ნაყინით „გურჯაანის ნაყინი“ უზრუნველყოფს.
მსგავსი აქციების ჩატარებას გუბერნატორის ადმინისტრაცია და განმუხურის აკვაპარკი სეზონის განმავლობაში გეგმავენ.