ანაკლიის აკვაპარკში სოციალურად დაუცველი ბავშვები დაისვენებენ
ანაკლიის აკვაპარკში სოციალურად დაუცველი ბავშვები დაისვენებენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივითა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეწყობით, კვირას, 1-ელ ივლისს ანაკლიის აკვაპარკში, სოციალურად დაუცველი ბავშვები დაისვენებენ. აკვაპარკში მოზარდები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან ჩავლენ .

მთელი დღის განმავლობაში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სხვადასხვა მუსიკალური და გასართობი ღონისძიებები ჩატარდება.

300-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ბავშვს გამაგრილებელი სასმელებით „კოკა-კოლა”, ხოლო ნაყინით  „გურჯაანის ნაყინი“ უზრუნველყოფს.

მსგავსი აქციების ჩატარებას გუბერნატორის ადმინისტრაცია და განმუხურის აკვაპარკი სეზონის განმავლობაში გეგმავენ.