ანაკლია-განმუხურის კარანტინის სივრცეში 68 პირი იმყოფება

10:59, 26.05.2020

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის კარანტინის სივრცეში ამ დროისთვის 68 პირი იმყოფება.

ამასთან, რეგიონში თვითიზოლაციაში ამ დროის მონაცემებით, 234 ადამიანი რჩება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გუშინ ახალ კორონავირუსზე ტესტი 78 ადამიანს ჩაუტარდა. „კოვიდო-19“ არც ერთს არ დაუფიქსირდა.

მსგავსი