განათლების მინისტრმა 2021-2022 სასწავლო წელს სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები დაამტკიცა
განათლების მინისტრმა 2021-2022 სასწავლო წელს სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები დაამტკიცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 2021-2022 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე ბრძანება გამოსცა.

პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები: სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2,524,500.00 ლარი; სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 3,966,750.00 ლარი; სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 900,000.00 ლარი; სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2,124,000.00 ლარი; სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 967,500.00 ლარი; სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 562,500.00 ლარი; სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 587,250.00 ლარი; სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 659,250.00 ლარი; სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 207,000.00 ლარი; სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 225,000.00 ლარი.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ჩაერიცხება არაუმეტეს 2250 ლარი;

თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მისი სწავლის საფასური შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის ოდენობამდე, მაგრამ არაუმეტეს 2 250 ლარისა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანება დღეს 22 ივლისს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.