ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი ინციდენტის შედეგად, პრევენციის მიზნით, რამდენიმე მოსწავლე კლინიკებში გადაიყვანეს
ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი ინციდენტის შედეგად, პრევენციის მიზნით, რამდენიმე მოსწავლე კლინიკებში გადაიყვანეს

თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე 32-ე საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის შედეგად, რამდენიმე მოსწავლე, პრევენციის მიზნით, კლინიკებშია გადაყვანილი, თუმცა არცერთი მათგანის მდგომარეობა რთული არ არის. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს.

მათი თქმით, 15-მდე მოსწავლე კლინიკაში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სკოლაში ბავშვებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარის გამო, როგორც ამას არსებული მექანიზმი ითვალისწინებს, პრევენციის მიზნით, სკოლაში სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.