„გამარჯვებული საქართველოს“ წევრები „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეს, ანდრიუს კუბილიუს შეხვდნენ
სასტუმრო „ბოლტმორში“ ევროკავშირის ელჩის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით „გამარჯვებული საქართველოს“ გენერალური მდივანი კოტე კემულარია და პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ანა რეხვიაშვილი ევროპარლამენტის წევრს, „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეს, ანდრიუს კუბილიუს შეხვდნენ.
კოტე კემულარიას თქმით, მათ ისაუბრეს ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობის საკიტხზე. როგორც კოტე კემულარიამ აღნიშნა, „ევროპარლამენტში“ ირაკლი ოქრუაშვილის საკითხს სწავლობენ.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ანდრიუს კუბილიუსთან, რომელიც ძალიან გავლენიანი პარლამენტარი და საქართველოს დიდი მეგობარია. ჩვენ ვისაუბრეთ კონკრეტულად ურთიერთობებზე, რომელიც საერთო ოპოზიციური ამოცანების ფორმატია. ვისაუბრეთ ირაკლი ოქრუაშვილზე, რომელიც არის უკანონო პატიმრობაში, მათ შორის საკითხი შეეხებოდა მის მონახულებას და ეს საკითხი იხილება, ვნახოთ როგორ განვითარდება. შესაბამისად, ევროპარლამენტში სწავლობენ თავად ამ საქმეს და ირაკლი ოქრუაშვილის მდგომარეობას.
ირაკლი ოქრუაშვილის საკითხს დღეს სწავლობს მთლიანად ევროპარლამენტი. თქვენ გახსოვთ ანი ფოტიგეს განცხადება, რომელიც იყო ჩამოსული საქართველოში. იყო კითხვები, რომლებზეც ჩვენ პასუხები გავეცით, მაგრამ ეს ოფიციალური პასუხი იქნება ცოტა მოგვიანებით.
ჩვენ ვისაუბრეთ ყველა საქმეზე, მათ შორის ნიკა მელიას საქმეზე, „ტვ პირველის“ საქმეზე, ნიკა გვარამიას საქმეზე, „თიბისი ბანკის“ საქმეზე, ავთანდილ წერეთელზე და ჩემი კონკრეტული პოზიციები მივაწოდე ამ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა „გამარჯვებული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კოტე კემულარიამ.