ირაკლი კობახიძე - კუბილიუსს „ნაცმოძრაობის“ გარეშე საქართველო ევროკავშირში ვერ წარმოუდგენია, საზოგადოებამ კარგად გაიგო, ვინ არის კუბილიუსი
ირაკლი კობახიძე - კუბილიუსს „ნაცმოძრაობის“ გარეშე საქართველო ევროკავშირში ვერ წარმოუდგენია, საზოგადოებამ კარგად გაიგო, ვინ არის კუბილიუსი

კუბილიუსს „ნაცმოძრაობის“ გარეშე საქართველო ევროკავშირში ვერ წარმოუდგენია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა: „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სტატუსი არ მიიღონ. იმპიჩმენტის ინიციატივაც ამის გამოხატულებაა, ევროპაში ვერ იპოვი ქვეყანას, სადაც მთავრობა ასე ექცევა თავის პრეზიდენტს“.

ირაკლი კობახიძის თქმით, საზოგადოებამ კარგად გაიგო, ვინ არის კუბილიუსი.

„გასაგებია მათი მეგობრობა, მათი ურთიერთობა. ვინ არის კუბილიუსი, ძალიან კარგად გაიგო ქართულმა საზოგადოებამ. კუბილიუსს „ნაცმოძრაობის“ გარეშე ევროკავშირი ვერ წარმოუდგენია. ღმერთმა ხელი მოუმართოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.