ბექა დავითულიანი - ჭარმაგი ასაკის ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ლევან ხაბეიშვილს დაემსგავსა, მას და ლევანს ერთნაირი ოცნებები აქვთ, იოცნებონ და იყვნენ
ბექა დავითულიანი - ჭარმაგი ასაკის ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ლევან ხაბეიშვილს დაემსგავსა, მას და ლევანს ერთნაირი ოცნებები აქვთ, იოცნებონ და იყვნენ

ბიძინა ივანიშვილმა მარტივად განმარტა, პოლიტიკაში რატომ ბრუნდება, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, კუბილიუსი რას იტყვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დავითულიანს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე, რომლის მიხედვით, „პარტიაში ოფიციალური თანამდებობა ბიძინა ივანიშვილს სანქციებისგან ვერ დაიცავს და ამერიკაში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ბევრი დაინახავს, რომ ის აღარ მალავს საკუთარ ოლიგარქიულ მისწრაფებებს“.

დავითულიანის თქმით, ოლიგარქის განსაზღვრებას თავისი კრიტერიუმები აქვს, რომლის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის.

„ეს კრიტერიუმები უკრაინის მთავრობამ დაწერა და ვენეციის კომისიამ მოუწონა. ამ კრიტერიუმების მიხედვით, ოლიგარქია კეზერაშვილი, ბიძინა ივანიშვილი არ არის. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის. ოთხი კრიტერიუმიდან სამი უნდა დააკმაყოფილო, რომ ოლიგარქი იყო. ერთი კრიტერიუმი იყო მედიაზე გავლენის ქონა, გარკვეული თანხების ფლობა, გადამწყვეტი წილი რომელიმე ბიზნესში და პოლიტიკური ინტერესი. ბიძინა ივანიშვილს 80 მილიონზე მეტი აქვს, პოლიტიკაში მონაწილეობს, მედიას არ ფლობს და ბაზარზე მონოპოლია არ აქვს. სად არის მისი მხრიდან მედიაზე გავლენა? ამ კრიტერიუმების მიღება გვინდოდა და გვითხრეს, რომ კეზერაშვილი გამოვა ოლიგარქი და ცოტა ხანს გააჩერეთო“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, კუბილიუსი რას იტყვის.

„რაც შეეხება კუბილიუსს, ვხედავ, რომ ჭარმაგი ასაკის ევროპარლამენტარი ლევან ხაბეიშვილს დაემსგავსა. ამ ასაკის კაცმა, რომელიც ევროპარლამენტარია, რატომ უნდა ჩაიგდოს თავი ამ დღეში, ვერ ვხვდები, თუმცა ეს მისი პრობლემაა. მას და ლევანს ერთნაირი ოცნებები აქვთ, იოცნებონ და იყვნენ. ბიძინა ივანიშვილმა მარტივად განმარტა, პოლიტიკაში რატომ ბრუნდება. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, კუბილიუსი რას იტყვის. ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნისთვის არაფერს აფუჭებს, ქვეყანას ბევრი გაუკეთა და თუ შარზეა კუბილიუსი ლევან ხაბეიშვილივით, თქვას და იყოს შარზე. ვერავის ვერაფერს დავუშლით“, – აღნიშნა დავითულიანმა.