გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა იმართება დღეს გალში.
შეხვედრის წინ ენგურის ხიდზე კომენტარი გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ, რომელმაც პოსტზე კახაბერ ქემოკლიძე ჩაანაცვლა.
ანთაძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე აუცილებლად იქნება განხილული 2016 წლის 19 მაისს ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმე, ასევე ბოლო ერთი თვის განმავლობაში მომხდარი ყველა ფაქტი.