გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია სენაკში გადაასვენეს
გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია სენაკში გადაასვენეს

გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი სენაკში, იმ სახლში გადაასვენეს, სადაც წლების წინ ცხოვრობდა.

ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი თბილისში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ოკუპირებულ გალის რაიონში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

გარდაცვლილის ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან გუშინ გადმოასვენეს. ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.