ბრიტანეთის საელჩო რუსეთისგან ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაზე დამაჯერებელ განმარტებას ითხოვს
ბრიტანეთის საელჩო რუსეთისგან ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაზე დამაჯერებელ განმარტებას ითხოვს

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო გალის რაიონში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაზე დამაჯერებელ განმარტებას რუსეთისგან ითხოვს.

საელჩო განცხადებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს, სადაც გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.

„მხოლოდ რუსეთს შეუძლია, მომხდარზე დამაჯერებელი განმარტების გაკეთება. საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორების წვდომის შეზღუდვა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ასეთი ტრაგედიების ალბათობას ზრდის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია ოკუპირებული გალის რაიონში  გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

გარდაცვლილის ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან ორი დღის წინ გადმოასვენეს. მას კვირას სენაკში დაკრძალავენ.

დატოვე კომენტარი