სალომე ზურაბიშვილი - ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვა მძიმე ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისა და ქვეყნისთვის
სალომე ზურაბიშვილი - ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვა მძიმე ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისა და ქვეყნისთვის

ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვა მძიმე ტრაგედიაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„ჩემი ადმინისტრაციის კონსულტანტი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებში მაია ცაბოშვილი სენაკში ჩავა და ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს ჩემი სახელით, სამძიმარს გამოუცხადებს.

ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვა მძიმე ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისა და ქვეყნისთვის. ამ მძიმე წუთებში ვიზიარებ ოჯახისა და მეგობრების მწუხარებას“, – წერს ზურაბიშვილი.

საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია ოკუპირებული გალის რაიონში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

გარდაცვლილის ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან ორი დღის წინ გადმოასვენეს. მას კვირას სენაკში დაკრძალავენ.