„გალერეა თბილისთან“, სადაც კინოთეატრ „კავეაში“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება უნდა გაიმართოს, სასულიერო პირები პარაკლისს აღავლენენ.
როგორც დეკანოზმა ვახტანგ დავითაშვილმა განაცხადა, ისინი ილოცებენ და ლოცვით გააპროტესტებენ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვე“ ჩვენებას და შემდეგ დატოვებენ ტერიტორიას.
„კინოთეატრში შესვლას არ ვაპირებთ, ბილეთები არ გვაქვს. რომც გვქონდეს, არ შევიდოდით“, – თქვა დეკანოზმა.
სასულიერო პირებთან ერთად რამდენიმე პირი იმყოფება, რომლებმაც გაშალეს პლაკატი წარწერით „ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია“.