გაირკვა სტადიონი, სადაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთს შეხვდებიან
გაირკვა სტადიონი, სადაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთს შეხვდებიან

გაირკვა სტადიონი, სადაც საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში აზერბაიჯანს დაუპირისპირდება.

მატჩი 2 თებერვალს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში იყო დაგეგმილი.

საბოლოოდ, არჩევანი “მარდან სპორტსკომპლექსზე” შეჩერდა.

ეს სტადიონი 2008 წელს საგანგებოდ 17-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატისთვის აშენდა და რამდენიმე მატჩს უმასპინძლა, მათ შორის, ფინალურსაც, რომელშიც ესპანეთმა საფრანგეთი 4:0 დაამარცხა.

ანტალიის “მარდან სპორტსკომპლექსი” 7 428 მაყურებელს იტევს და წმინდა საფეხბურთო არენაა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 2 თებერვალს ჩატარდება და გუნდები ევროპის ერთა ლიგის სამზადისისთვის გამოიყენებენ.