„დინამომ“ შეკრება დაგეგმა - ლეგიონერებს ანტალიაში ელოდებიან
„დინამომ“ შეკრება დაგეგმა - ლეგიონერებს ანტალიაში ელოდებიან

თბილისის „დინამო“ თურქეთში, ანტალიაში ორ შეკრებას ჩაატარებს. პირველი 16-31 იანვარს დაიგეგმა, სადაც თბილისელები ოთხ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ.

18 იანვარს თბილისელები რუმინულ „ვოლუნტარს“ დაუპირისპირდებიან, 22-ში – ბულგარულ პლოვდივის „ბოტევს“, 25-ში – კვლავ ბულგარულ კლუბს, კირჯალის „არდას“, ხოლო 30-ში პირველი შეკრების დასკვნითი შეხვედრა ცნობილ პოლონურ კლუბთან, კრაკოვის „ვისლასთან“ დაიგეგმა. ამ პერიოდში გუნდს ახალწვეულები შეუერთდებიან, მათ შორის – ლეგიონერებიც.

ორდღიანი შესვენების შემდეგ „დინამო“ თურქეთში თებერვალში დაბრუნდება და დასკვნით შეკრებას ჩაატარებს. ამ შეკრებაზე სპარინგების თარიღები და მეტოქეთა ვინაობა ჯერ უცნობია.