თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიაკომპანია იფრენს

13:59, 21.08.2022

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიაკომპანია იფრენს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალმა ავიაკომპანიამ Southwind Airlines-მა თბილისიდან ანტალიის მიმართულებით დღეს პირველი ჩარტერული რეისი შეასრულა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, Southwind Airlines-ი ჩარტერულ რეისებს ანტალიის მიმართულებით კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ კვირას, 25 სექტემბრამდე, Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.

დღეისთვის, ანტალიის მიმართულებით რეგულარულ რეისებს ავიკომპანია Pegasus-ი კვირაში ხუთი სიხშირით ასრულებს, ხოლო სექტემბერში – კვირაში ექვს რეისს შეასრულებს.

მსგავსი