გაფიცული მაღაროელები და მათი მხარდამჭერები ჭიათურაში მსვლელობას მართავენ [ვიდეო]

გაფიცული მაღაროელები და მათი მხარდამჭერები ჭიათურაში მსვლელობას მართავენ. ისინი მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მსვლელობით მთელ ჭიათურას შემოივლიან და მცხოვრებლებს აუხსნიან, რომ მაღაროში შექმნილი მდგომარეობა მთელ ქალაქს უქმნის პრობლემას.

მსვლელობის პარალელურად გრძელდება მაღაროელთა შიმშილობა. მოშიმშილე მაღაროელებს ჭიათურის ახალარჩეული მერი გივი მოდებაძე შეხვდა. მოშიმშილეების თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად კომპანიასთან მოლაპარაკებებით, სასურველ შედეგს მიაღწევენ.

ჭიათურაში მაღაროელები ხელფასის მომატების მოთხოვნით ერთი კვირაა შიმშილობენ.