ჭიათურაში მეშვიდე დღეა, მაღაროელები შიმშილობენ [ფოტო, ვიდეო]

ჭიათურაში მეშვიდე დღეა, მაღაროელები გაფიცვას აგრძელებენ. ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში სამუშაო პროცესი კვლავ პარალიზებულია.

შეკრებილები მოთხოვნების შეუსრულებლობას აპროტესტებენ. მაღაროელები ხელფასის სულ მცირე 30 პროცენტით მომატებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფიცვა გაგრძელდება.

შეგახსენებთ, მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

პროტესტის ნიშნად 15-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. ერთ-ერთმა მაღაროელმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა.