გაერთიანებული ოპოზიციის წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან
გაერთიანებული ოპოზიციის წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან

გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში ოპოზიცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება.

გიორგი ვაშაძის თქმით, დიპლომატებს წინასაარჩევნო გარემოს გააცნობენ. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, დიპლომატებს ინფორმაციას მიაწვდიან, რომ ახალქალაქში მომხდარი ინციდენტი ჯერ არ გამოძიებულა. ამასთან, აქცენტს გააკეთებენ იმ პრობლემებზე, რაც შესაძლოა, არჩევნების შუა კვირაში დანიშვნამ გამოიწვიოს.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც შეხვედრაზე განიხილავენ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტები იქნება.

„ძალიან კონკრეტულ საკითხებზე ვიმსჯელებთ. პირველი, ეს არის ძალადობა ახალქალაქში, მარნეულსა და კასპში. ახალქალაქთან დაკავშირებით დეტალური გამოძიების მასალებს წარვუდგენთ დიპლომატიურ კორპუსს.

მეორე, ეს არის საარჩევნო თარიღით მანიპულაცია და კანონის დარღვევა, რომელიც ცესკომ „ქართული ოცნების“ მითითებით გააკეთა და ათი ათასობით ადამიანს არჩევნებში მონაწილეობისთვის ხელს უშლიან.

მესამე, ეს არის მასობრივი მოსყიდვის ფაქტები, რომელიც მთელ საქართველოში ხდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.