თეა წულუკიანი - გაერთიანებული ოპოზიცია არ არსებობს და არც არასდროს არსებულა, მისი შემადგენელი პოლიტიკური პარტიები მარტივ მამრავლებად იშლებიან
თეა წულუკიანი - გაერთიანებული ოპოზიცია არ არსებობს და არც არასდროს არსებულა, მისი შემადგენელი პოლიტიკური პარტიები მარტივ მამრავლებად იშლებიან

გაერთიანებული ოპოზიცია არ არსებობს და არც არასდროს არსებულა, მისი შემადგენელი პოლიტიკური პარტიები მარტივ მამრავლებად იშლებიან, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ქუჩა არჩია, ნაცვლად იმისა, რომ დღეს ფინანსთა მინისტრისთვის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე კითხვები დაესვათ.

„სამწუხაროდ, ვერ ვიწანასწარმეტყველებ და ვერ გეტყვით, მეხუთე რაუნდი იქნება თუ არა დასკვნითი, მაგრამ მთავარია ის, თუ რა სულისკვეთებით მონაწილეობს მმართველი პარტია და მისი წარმომადგებლები ამ რაუნდებში. სულისკვეთება არის ის, რომ იქნებ გაუჩნდეთ პარლამენტში შემოსვლის სურვილი ოპოზიციის ამა თუ იმ წარმომადგენელს, პარტიებს ან ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც არ არსებობს და არც არასდროს არსებულა, ამას უკვე ფაქტებით ვხედავთ, დღე ერთია და მისი შემადგენელი პოლიტიკური პარტიები მარტივ მამრავლებად იშლებიან. როცა დღეს ფინანსთა მინისტრი მომავალი წლის ბიუჯეტზე საუბრობს, იქნებ გაუჩნდეთ სურვილი, დასვან ის საჭირბოროტო კითხვები, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ მათ აქვთ, მაგრამ მათ ამ კითხვების დასასმელად ვერ მოიცალეს, არ მოიცალეს და ქუჩა არჩიეს“, – განაცხადა წულუკიანმა.

დატოვე კომენტარი