არჩილ თალაკვაძე - გარკვეული რადიკალური ჯგუფი მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებზე ზეწოლას ახდენს, რომ მათ ყველა დეტალი წინასწარ გაასაჯაროონ, ასეთი პრაქტიკა მიუღებელია
არჩილ თალაკვაძე - გარკვეული რადიკალური ჯგუფი მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებზე ზეწოლას ახდენს, რომ მათ ყველა დეტალი წინასწარ გაასაჯაროონ, ასეთი პრაქტიკა მიუღებელია

გარკვეული რადიკალური ჯგუფი მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებზე ზეწოლას ახდენს, რომ მათ ყველა დეტალი წინასწარ გაასაჯაროონ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ასეთი პრაქტიკა მიუღებელია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო მოლაპარაკებებშიც.

„ჩვენ ბოლო ორი-სამი დღეა, გარკვეული რადიკალური ჯგუფის მხრიდან მედიაში კომენტარებს ვხედავთ, სადაც ისინი მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებზე ზეწოლს ახდენენ, რომ მათ ყველა დეტალი წინასწარ გაასაჯაროვონ. მოგეხსენებათ, ასეთი პრაქტიკა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო მოლაპრაკებებშიც კი არ არის მიღებული. როცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, საზოგადოებას გარკვეულ ბაზისურ ინფორმაციას ვაწვდით, მაგრამ დეტალები გასაჯაროვდება მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები დასრულდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.