ალეკო ელისაშვილი - ორივე გაჯიუტებული ვართ, ცალკე ოპოზიცია და ცალკე ხელისუფლება, ელჩები კი ცდილობენ, ერთმანეთისკენ ნაბიჯები გადაგვადგმევინონ
ალეკო ელისაშვილი - ორივე გაჯიუტებული ვართ, ცალკე ოპოზიცია და ცალკე ხელისუფლება, ელჩები კი ცდილობენ, ერთმანეთისკენ ნაბიჯები გადაგვადგმევინონ

იმედი რომ არ ჰქონდეთ ელჩებს, რომ ამ მოლაპარაკებებიდან რამე გამოვა, არც თვითონ დაიღლებოდნენ და არც ჩვენ დაგვღლიდნენ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე შეფასებით, ორივე მხარე – ოპოზიციაც და ხელისუფლებაც გაჯიუტებულია, ელჩები კი ცდილობენ, მათ შეხვედრი ნაბიჯები გადაადგმევინონ.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ არ ვილაპარაკებდით დეტალებზე. მართლა ვიტანჯები, გულწრფელად, ვიცი, რომ თქვენც იტანჯებით, მაგრამ ასე გვაქვს სიტყვა ნათქვამი, რომ ამაზე ღიად ვერ ვილაპარაკებთ. ძალიან კონკრეტული, შეჯერებული პოზიციით მოვედით, რასაც ელჩები გააცნობენ „ქართულ ოცნებას“ და შემდეგ გავიგებთ მათ პასუხს. დეტალებს სულ რომ ჯვარს მაცვათ, ვერ გეტყვით, რადგან სიტყვა გვაქვს მიცემული. ველოდებით ჩვენს შეთავაზებაზე „ქართული ოცნების“ პასუხს, პრესკონფერენციით კი არა, იმ ფორმატით, რომელშიც მიდის ჩვენი ურთიერთობა.

იმედი რომ არ ჰქონდეთ ელჩებს, რომ ამ მოლაპარაკებებიდან რამე გამოვა, ეს პროცესიც არ იქნებოდა, არც თვითონ დაიღლებოდნენ და არც ჩვენ დაგვღლიდნენ. ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის პროცესი. რა თქმა უნდა, ორივე გაჯიუტებული ვართ – ცალკე ოპოზიცია და ცალკე  ხელისუფლება, ელჩები კი ცდილობენ ერთმანეთისკენ რაღაც ნაბიჯები გადაგვადგმევინონ“, – განაცხადა ელისაშვილმა.