გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, ლიბიის სანაპიროებთან ხომალდის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა
გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, ლიბიის სანაპიროებთან ხომალდის ჩაძირვის შედეგად სავარაუდოდ სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა. კიდევ 60 ადამიანის გადარჩენა მაშველება შეძლეს. სამაშველო-სამძებრო ოპერაცია ხმელთაშუა ზღვაში ამ დრომდე გრძელდება.
ლიბიის სანაპირო დაცვის სამსახური ამ ეტაპზე მხოლოდ ხუთი მიგრანტის დაღუპვას ადასტურებს. მათი ცხედრები უკვე ნაპოვნია. გარდაცვლილთაგან სამი სუდანელია და ერთი სომალელი.
გაერო-ს ლტლოვილთა სააგენტოს ცნობით, გადარჩენილი მიგრანტები ეგვიპტელები, მაროკოელები და ტუნისელები არიან.