გაერო-ს ბავშვთა ფონდის განცხადებით, ტიგრაიში შიმშილობის გამო ასი ათასზე მეტი ბავშვი სიკვდილის რისკის წინაშეა
გაერო-ს ბავშვთა ფონდის განცხადებით, ტიგრაიში შიმშილობის გამო ასი ათასზე მეტი ბავშვი სიკვდილის რისკის წინაშეა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გაერო-ს ბავშვთა ფონდის განცხადებით, ეთიოპიის ჩრდილოეთით, ტიგრაის რეგიონში შიმშილობის გამო, ასი ათასზე მეტი ბავშვი სერიოზული გართულებების რისკის წინაშე არიან, რომელმაც შესაძლოა, სიკვდილიც გამოიწვიოს.
გაეროს-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ მარიქსი მერკადოს განცხადებით, ყოველი მეორე ორსული და მეძუძური დედა შიმშილობს, რის გამო მათი შვილები სერიოზული დაავადებისკენ არიან მიდრეკილნი.
გაერო-ს ორგანიზაცია ქვეყნის ხელისუფლებასა და საერთაშორისო საზოგადოებას რეგიონისთვის დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, იმისათვის, რომ სიტუაცია გამოსწორდეს, რეგიონში ყოველდღიურად სულ მცირე 100 მანქანაზე დატვირთული პროდუქტის შეტანაა საჭირო.
ეთიოპიის სამთავრობო ძალებსა და ტიგრაის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ფრონტს (TPLF) შორის დაპირისპირება გასული წლის ნოემბერში დაიწყო, რომლის შედეგად ფრონტმა რეგიონის დიდ ნაწილზე დაამყარა კონტროლი. აღნიშნულის გამო, რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა გართულებულია.