გაერო-ს ბავშვთა ფონდის მოხსენება - საქართველოში ყოველი 141 ახალშობილიდან ერთი იღუპება
გაერო-ს ბავშვთა ფონდის მოხსენება - საქართველოში ყოველი 141 ახალშობილიდან ერთი იღუპება

მსოფლიო მასშტაბით ახალშობილთა სიკვდილიანობა კვლავ საგანგაშო მაჩვენებელზეა. ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელთან დაკავშირებულ მოხსენებას გაერო-ს ბავშვთა ფონდი აქვეყნებს. ანგარიშში საქართველო ევროპის რეგიონშია მოცემული და 115 ქულით კონტინენტის მასშტაბით, ბოლოდან მეხუთე ადგილს იკავებს.  გაერო-ს ბავშვთა ფონდის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ყოველი 141 ახალშობილიდან ერთი იღუპება. ევროპის მასშტაბით, ბოლო ადგილებზე აზერბაიჯანი (1-55), მოლდოვა (1-84), მაკედონია (1-120) და სომხეთი (1-135) არიან.

გაერო-ს ანგარიშის თანახმად, ახალშობილებს გადარჩენის ყველზე მაღალი შანსი იაპონიაში (1-1,111), ისლანდიაში (1-1000) და სინგაპურში (1-909) აქვთ. ყველაზე მეტი ახალშობილი კი, პაკისტანში (1-22), ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (1-24) და ავღანეთში (1-25) იღუპება.