ელისო ბოლქვაძე და მიხეილ სარჯველაძე საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდნენ
ელისო ბოლქვაძე და მიხეილ სარჯველაძე საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდნენ

„იუნისეფის“ ოფისში იუნესკოს მშვიდობის ელჩმა, დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ და ადამიანთა უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან ღასან ხალილთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ ბავშვთა უფლებებისა და ამჟამინდელი სოციალური მდგომარეობის შესწავლის, ასევე დაცვის საკითხები.

„ჩვენთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ გაერო-ს ბავშვთა ფონდში ელისო ბოლქვაძეს, პარლამენტარს, რომელიც არის ძალიან წარჩინებული საერთაშორისო ფიგურა და რომელიც ასევე აქტიურად არის ჩართული ბავშვთა უფლებების დაცვის ლობირების საკითხში. ასევე, დღეს სტუმრად არის მიხეილ სარჯველაძე, ადამიანთა უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ამ კომიტეტთან ჩვენ ძალიან მჭიდრო, კარგი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობის მიზანი არის ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელების ხელშეწყობა. „იუნისეფი“ რჩება ერთგული, დაეხმაროს სახელმწიფოს, პარლამენტს, მთავრობას, რომ განხორციელდეს ბავშვთა უფლებათა კოდექსი და ყველა ბავშვის უფლება იყოს დაცული საქართველოში“, – განაცხადა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა.