გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი – ფიქრებით და ლოცვებით ბათუმთან ვარ, დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მადლიერებას გამოვხატავ მამაცი სამაშველო ჯგუფების მიმართ
საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„ფიქრებით და ლოცვებით დამწუხრებულ ბათუმთან ვარ, შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და მადლიერებას გამოვხატავ მამაცი სამაშველო ჯგუფების მიმართ“, – ნათქვამია ღასან ხალილის მიერ „ტვიტერის“ საშუალებით გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი.
My thoughts and prayers go to saddened Batumi; wishing the injured of the collapsed building quick recovery, and expressing high appreciation to the courageous rescue teams. Batumi 🇬🇪 💔 pic.twitter.com/lqHSyXkKuA
— Ghassan Khalil (@GKUNICEF) October 10, 2021