გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი - ფიქრებით და ლოცვებით ბათუმთან ვარ, დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მადლიერებას გამოვხატავ მამაცი სამაშველო ჯგუფების მიმართ
გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი - ფიქრებით და ლოცვებით ბათუმთან ვარ, დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მადლიერებას გამოვხატავ მამაცი სამაშველო ჯგუფების მიმართ

საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„ფიქრებით და ლოცვებით დამწუხრებულ ბათუმთან ვარ, შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და მადლიერებას გამოვხატავ მამაცი სამაშველო ჯგუფების მიმართ“, – ნათქვამია ღასან ხალილის მიერ „ტვიტერის“ საშუალებით გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი.