გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობა - საქართველოში ვაქცინაციის დანერგვის პროცესის დაწყება საფუძველს ჩაუყრის, რომ ქვეყანაში კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლა დასრულდეს 
გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობა - საქართველოში ვაქცინაციის დანერგვის პროცესის დაწყება საფუძველს ჩაუყრის, რომ ქვეყანაში კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლა დასრულდეს 

საქართველოში ვაქცინაციის დანერგვის პროცესის დაწყება საფუძველს ჩაუყრის, რომ ქვეყანაში კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლა დასრულდეს, – ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლის ხელმძღვანელის მოადგილემ. ემი კლემმა განაცხადა.

როგორც ემი კლემმა აღნიშნა, დღეს საქართველოში არის ისტორიული დღე, რადგან ქვეყანამ მიიღო „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო აცრის პირველი პარტია.

„გაერო-ს ბავშვთა ფონდი მოხარული არის თავის პარტნიორებთან ერთად, როგორიც არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ვაქცინების გლობალური ალიანსი, რომ მიიღო მონაწილეობა ვაქცინების შესყიდვის, ვაქცინაციის დანერგვის პროცესი საქართველოში. ეს კი საფუძველს ჩაუყრის იმას, რომ საქართველოში კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლა იყოს დასრულებული. მას მერე რაც ვაქცინები შემოვა საქართველოში, დაიწყება ვაქცინაციის პროცესი და დადგება ის ნათელი დღე, როგორც გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელმა გამოაცხადა, რომ ეს არის ის სინათლე გვირაბის ბოლოს, რომელიც გაანათებს ყველასთვის. ამავდროულად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყველა იმ პრევენციული ღონისძიებების გაგრძელება, რომელიც ინფექციასთან ბრძოლისთვის არის მოწოდებული. ეს იქნება ხელის დაბანა, დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება. „იუნისეფი“ ეხმარება ქვეყანას რუტინული ვაქცინაციის პროცესის განხორციელებაში და მთავრობის თხოვნის შესაბამისად კოვაქსის საშუალებით მიიღო მონაწილეობა კოვიდის ვაქცინების მოწოდებაში“, – განაცხადა ემი კლემმა.

მისივე თქმით, „იუნისეფი“ არის ვაქცინების ყველაზე უფრო დიდი შემსყიდველი მსოფლიოში.

„ყოველწლიურად ვაქცინაციის პროცესისათვის „იუნისეფი“ 2 მილიარდი დოზის ვაქცინის შესყიდვას ახდენს, რომელიც რიგდება შემდგომ 100 სხვადასხვა ქვეყანაში. მადლობას ვუცხადებთ ჯანმრთელობის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს არაჩვეულებრივი თანამშრომლობისათვის და მზად ვართ, ეს თანამშრომლობა გავაგრძელოთ“, – განაცხადა ემი კლემმა.

დატოვე კომენტარი