ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - საქართველო 2001 წლიდან ასამბლეაში დამკვირვებლის სტატუსითაა წარმოდგენილი და დღეს უკვე ჩვენს რიგებში გაწევრიანდება, როგორც ასოცირებული წევრი
ისტორიის მანძილზე წელს პირველად ჩვენი პლენარული სესია ტარდება ქვეყანაში, სადაც ფრანგული არც ოფიციალური და არც საპარლამენტო სამუშაო ენა არ არის, შესაბამისად, აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებული ძალისხმევა ამ ღონისძიების წარმატებით ჩატარების კუთხით, – ამის შესახებ ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ფრანსის დრუენმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ფრანკოფონია საკმაოდ აქტიურად არის წარმოდგენილი საქართველოში.
„ჩემთვის უდიდესი პატივია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესიის თავმჯდომარეობა. წელს ჩვენი პოლიტიკური სესია საშუალებას გვაძლევს, ფრანკოფონიის პოლიტიკური და კონცეპტუალური საზღვრები გავაფართოოთ. აღსანიშნავია, რომ ისტორიის მანძილზე წელს პირველად ჩვენი პლენარული სესია ტარდება ქვეყანაში, სადაც ფრანგული არც ოფიციალური და არც საპარლამენტო სამუშაო ენა არ არის, შესაბამისად, აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებული ძალისხმევა ამ ღონისძიების წარმატებით ჩატარების კუთხით. ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის, პარლამენტის თავმჯდომარეებისა და ჩემი კოლეგა პარლამენტარების სახელით, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს იმ ძალისხმევისთვის, რაც საქართველოს პარლამენტმა გასწია. სწორედ თქვენი სურვილითა და გასული თვეების განმავლობაში გაწეული თავდაუზოგავი შორის წყალობით გახდა შესაძლებელი ჩვენი აქ ყოფნა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ უცხო მიწაზე არ ვიმყოფებით. პრემიერ-მინისტრმა დღეს პატივი დაგვდო და ფრანგულად წარმოთქვა მისასალმებელი სიტყვა. გარდა ამისა, ჩვენ გვიმასპინძლა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომლისთვისაც ფრანგული არის მშობლიური ენა.
მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული ენა არ არის ოფიციალური და სამუშაო ენა, ფრანკოფონია საკმაოდ აქტიურად არის წარმოდგენილი საქართველოში. მომავალ წელს აღინიშნება საქართველოს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანების 20 წლისთავი. ამასთან, საქართველო 2001 წლიდან ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში დამკვირვებლის სტატუსითაა წარმოდგენილი და დღეს უკვე ჩვენს რიგებში გაწევრიანდება, როგორც ასოცირებული წევრი. მომავალ წელს უკვე 25 წელი უსრულდება ქართული დელეგაციის ჩვენს რიგებში ყოფნას.
ფრანგული ენის მიზიდულობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ფრანგული ენის შემსწავლელთა რაოდენობა საქართველოში დღითი დღე იზრდება როგორც დაწყებით, ასევე საშუალო სკოლებში. ეს მონაცემები არის დაახლოებით 49%, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მონაცემებით კი, საუბარია დაახლოებით 13%-იან ზრდაზე, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენი ენის სიდიადეს“, – განაცხადა ფრანსის დრუენმა.