ფრანკფურტის ალტე ოპერის დიდ სცენაზე ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით გრანდიოზული კონცერტი გაიმართა.
ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სრულ შემადგენლობასთან ერთად, პირველად შესრულდა ალტე ოპერაში გია ყანჩელის ნაწარმოები STYX. ჰამბურგის Elbphilharmonie-ში, 2 აპრილს გამართული წარმატებული პრემიერის შემდეგ, სწორედ ალტე ოპერამ უმასპინძლა ნიკოლოზ რაჭველის „ვერცხლისფერ მზეს“.
კონცერტი 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის კულტურული პროგრამის ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ: ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, ზვიად ბოლქვაძე და გორის ქალთა კამერული გუნდი.