ფრანკფურტში ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა
ფრანკფურტში ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა

ფრანკფურტის ალტე ოპერის დიდ სცენაზე ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით გრანდიოზული კონცერტი გაიმართა.

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სრულ შემადგენლობასთან ერთად, პირველად შესრულდა ალტე ოპერაში გია ყანჩელის ნაწარმოები STYX. ჰამბურგის Elbphilharmonie-ში, 2 აპრილს გამართული წარმატებული პრემიერის შემდეგ, სწორედ ალტე ოპერამ უმასპინძლა ნიკოლოზ რაჭველის „ვერცხლისფერ მზეს“.

კონცერტი 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის კულტურული პროგრამის ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ: ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, ზვიად ბოლქვაძე და გორის ქალთა კამერული გუნდი.