ფოთის პორტში ბორანი შემოვიდა, რომელსაც უკრაინიდან დეპორტირებული ქართველების ოჯახის წევრები და ახლობლები ელოდებოდნენ
ფოთის პორტში უკრაინული ბორანი შემოვიდა, რომელსაც უკრაინიდან დეპორტირებული ქართველების ოჯახის წევრები და ახლობლები რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდნენ.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, ბორანი „ვილნიუსი” მეორე ნავმისადგომზე დგას.
ადგილზე სასაზღვრო და საბაჟო პროცედურები ხორციელდება. მათი დასრულების შემდეგ დაიწყება მგზავრების გამოყვანა ნავსადგურის ტერიტორიაზე.
უკრაინიდან დეპორტირებული ქართველების ოჯახის წევრები და ახლობლები უკვე რამდენიმე საათია ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან.