უკრაინიდან დეპორტირებული ოპერატორის მამა შვილს ფოთში ელოდება

17:52, 19.11.2017

ფოთის პორტში უკრაინის ბორანს სახელწოდებით ,,ვილნიუსს” ელოდებიან. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მასზე უკრაინიდან დეპორტირებული ქართველები იმყოფებიან. მათ შორის შესაძლოა იყოს ,,რუსთავი 2″-ის კიევის ბიუროს ოპერატორი თამაზ შავშიშვილიც.

,,ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობ. მედიის მეშვეობით შევიტყვე, რომ ჩემი შვილიც შესაძლოა იმყოფებოდეს უკრაინიდან მომავალ ბორანზე”- აცხადებს თამაზ შავშიშვილის მამა, გიორგი შავშიშვილი.

წინასწარი ინფორმაციით, ბორანი ფოთის პორტში 20:00 საათზე შემოვა.

მსგავსი