ლევან დავითაშვილი - ყველაფერი თუ შეთანხმებულია, გავაგრძელებთ მუშაობას APM Terminals-თან, წლებია, ვსაუბრობთ კომპანიასთან, ბევრ დეტალთან დაკავშირებით თანხვედრაში არ იყო პოზიციები
ლევან დავითაშვილი - ყველაფერი თუ შეთანხმებულია, გავაგრძელებთ მუშაობას APM Terminals-თან, წლებია, ვსაუბრობთ კომპანიასთან, ბევრ დეტალთან დაკავშირებით თანხვედრაში არ იყო პოზიციები

ყველაფერი თუ შეთანხმებულია, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას კომპანიასთან, თუმცა წლებია, ვსაუბრობთ კომპანიასთან. ბევრი დეტალი იყო, სადაც თანხვედრაში არ იყო პოზიციები, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ლევან დავითაშვილს კითხვა დაუსვეს APM Terminals-ის განცხადებაზე, რომ კომპანია მასშტაბური ინვესტიციისა და გაფართოების პროექტის დასაწყებად მზად არის.

დავითაშვილის თქმით, შეუთავსებლობა არ იყო სტრატეგიულ ნაწილში, არამედ საუბარი იყო უფრო წვრილმან დეტალებზე.

„მნიშვნელოვანი ტექნიკური საკითხები იყო, რომლებზეც მიდიოდა დიალოგი საკმაოდ კონსტრუქციულად. ბოლო ერთი წლის განმავლობაში უფრო აქტიურად, და ვფიქრობ, რომ ძალიან ახლოს ვართ პოზიციების დაახლოებასთან. ამის შემდეგ, თუ ყველა დეტალზე შევჯერდებით, რა თქმა უნდა, კომპანიას ხელს შევუწყობთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.