ფოთის პორტის ერთ-ერთ ნავმისადგომში შსს-სა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობენ
ფოთის პორტის ერთ-ერთ ნავმისადგომში შსს-სა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობენ

ფოთში, ერთ-ერთ ნავმისადგომზე, სატვირთოში, წინასწარი ინფორმაციით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინია“ აღმოჩენილი.

გავრცელებული ცნობით, ნარკოტიკები სატვირთოს მისაბმელში, სპეციალურად მოწყობილ საცავში იყო დამალული.

ამასთან, წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ირანის მოქალაქის მართვის ქვეშ იმყოფება.

შსს-ს ინფორმაციით, დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები.

ადგილზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები.