ფოთის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის ერთ-ერთი ოთხი თვის ბავშვია
ფოთის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის ერთ-ერთი ოთხი თვის ბავშვია

ფოთის კოვიდკლინიკაში 35 პაციენტი მკურნალობს. ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ინფიცირებულები აჭარიდან, იმერეთიდან, გურიიდან და სამეგრელოდან არიან. მათ შორის ყველაზე პატარა ოთხი თვის ბავშვია, ყველაზე ასაკოვანი კი 83 წლის არის. მიგინეიშვილის განცხადებით, ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„გუშინ ბინაზე გაეწერა ერთი გამოჯამრთელებული ფოთელი პაციენტი. ამ დროისთვის, 35 კოვიდინფიცირებული გვყავს. კიდევ ხუთი პაციენტის შემოყვანას ველოდებით აჭარიდან. ყველაზე მცირეწლოვანი არის გურიიდან, ოთხი თვის ბავშვი, რომლის მდგომარეობა სტაბილურია. ყველაზე ასაკოვანი, 83 წლის ფოთიდან არის, რომლის მდგომარეობაც საყურადღებო, მაგრამ სტაბილურია. ჯერჯერობით ყველაფერი ნორმალურად მიდის, ექვემდებარება მკურნალობას“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.