ფოთის სანაპირო ზოლზე ძლიერი შტორმის შემდეგ გაწმენდითი და პრევენციული სამუშაოები მიმდინარეობს
ფოთის სანაპირო ზოლზე ძლიერი შტორმის შემდეგ გაწმენდითი და პრევენციული სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთის სანაპირო ზოლზე გაწმენდითი და პრევენციული სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

„გუშინ შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი შტორმი იყო. რამდენიმე ადგილას ზღვამ ჯებირები გაანგრია და მნიშვნელოვანი იყო დამცავი ბარიერები შეგვექმნა, რათა წყალს მოსახლეობამდე არ მიეღწია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ზარალი დაითვლება. ზარალი მცირეა მოსახლეობაში, რაც მნიშვნელოვანია, თუმცა საქალაქო ინფრასტრუქტურის ნაწილში მნიშვნელოვანი ზარალი გვაქვს და ამის აღდგენასაც უახლოეს დღეებში განვახორციელებთ“, – განაცხადა ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.

სინოპტიკოსების ცნობით, ძლიერი ქარი კიდევ ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.