ფორმულა ერთის ტესტების მეორე დღე ფეტელმა მოიგო
ფორმულა ერთის ტესტების მეორე დღე ფეტელმა მოიგო

ბარსელონაში ფორმულა ერთის წინასასეზონო ტესტების მეორე დღემ მშვიდად ჩაიარა. ვარჯიში ორჯერ შეწყდა წითელი დროშებით: ჯერ “ზაუბერის” დებიუტანტი შარლ ლეკლერი გადავარდა მეოთხე მოსახვევიდან და საჭირო გახდა მისი მანქანის ევაკუირება, შემდეგ კი ტრეკის მიღმა აღმოჩნდა სებასტიან ფეტელი, თუმცა, გერმანელმა მალე მოასწრო ტრასაზე დაბრუნება.

ტექნიკური პრობლემები ჰქონდა”რედ ბულს” – მანქანიდან საწვავმა გაჟონა. თუმცა, საერთო ჯამში, მაქს ფერსტაპენი კმაყოფილი დარჩა ახალი ბოლიდით.

საუკეთესო დრო “ფერარის” პილოტმა სებასტიან ფეტელმა აჩვენა – წუთი და 19.673 წამი. მანვე დაფარა ყველაზე გრძელი დისტანცია – 98 წრე.

ტესტები. II დღე
1. ფეტელი (Ferrari) – 1:19.673 (98 წრე)
2. ბოტასი (Mercedes) – +0.303 (94)
3. ვანდორნი (McLaren) – +0.652 (37)
4. ფერსტაპენი (Red Bull) – +0.653 (67)
5. საინსი (Renault) – +1.539 (65)
6. გასლი (Toro Rosso) – +1.645 (82)
7. კუბიცა (Williams) – +1.822 (48)
8. სიროტინი (Williams) – +2.149 (52)
9. ოკონი (Force India) – +2.168 (79)
10. ლეკლერი (Sauber) – +3.048 (81)
11. მაგნუსენი (Haas) – +3.054 (36)