„ფოქს ნიუსი“ - ქაბულის აეროპორტთან აფეთქებების შედეგად გარდაცვლილი ამერიკელი სამხედროების რიცხვი ათამდე გაიზარდა
ქაბულის აეროპორტთან აფეთქებების შედეგად გარდაცვლილი ამერიკელი სამხედროების რიცხვი ათამდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.
შეგახსნებთ, რომ ქაბულის აეროპორტთან ამერიკელი ჯარიკაცების დაღუპვა დაადასტურეს პენტაგონში, თუმცა მათი რიცხვი არ დაუსახელებიათ.
მანამდე, „უოლ სთრით ჯორნალმა“ გაავრცელა ცნობა, რომ ქაბულის აეროპორტთან აფეთქებების შედეგად ოთხი საზღვაო ქვეითი დაიღუპა და კიდევ სამი დაიჭრა.
აფეთქებები ქაბულის აეროპორტთან მაშინ მოხდა, როდესაც ამერიკელი სამხედროები და მათი მოკავშირეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და ავღანელების ნაწილის ევაკუაციას აგრძელებდნენ.