ქაბულში მეჩეთთან მომხდარ აფეთქებას სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
ქაბულში მეჩეთთან მომხდარ აფეთქებას სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მეჩეთთან მომხდარ აფეთქებას სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, აფეთქების შედეგად კიდევ ოთხმა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.

მედია წერს, რომ აფეთქების შემდეგ მეჩეთთან სროლის ხმა ისმოდა. „თალიბანის“ წევრების განცხადებით, აფეთქების შედეგად დაჯგუფების არც ერთი წევრი არ დაშავებულა და ინციდენტის მსხვერპლი მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.

„თალიბანის“ პრესსპიკერის, ბილალ კარიმის განცხადებით, აფეთქებასთან კავშირის ბრალდებით სამი ადამიანია დაკავებული. აფეთქებაზე ოფიციალური პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.