ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციის პროცესი აფეთქებების მიუხედავად გაგრძელდება
ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციის პროცესი აფეთქებების მიუხედავად გაგრძელდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქაბულის აეროპორტიდან ევაკუაციის პროცესი აფეთქებების მიუხედავად გაგრძელდება.

„ეს ვერ შეაფერხებს ჩვენს პროგრესს, ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციიის პროცესს“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი გმობს ტერორისტულ თავდასხმებს, თუმცა ჯონსონის განცხადებით, ასეთი თავდასხმები გამორიცხული არ არის და დასავლეთი ამისთვის მზად უნდა იყოს.

შეგახსენებთ, ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტში თვითმკვლელების მიერ თავდასხმის შედეგად მედიის ცნობით, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და 120 დაშავდა. აშშ-ში ვარაუდობენ, რომ თავდასხმა დიდი ალბათობით ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანეთში მოქმედი ფრთის წევრებმა მოაწყვეს.

დატოვე კომენტარი