ქაბულის აეროპორტზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

16:45, 30.08.2021

ქაბულის აეროპორტზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ინფორმციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ტერორისტული ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყოვლისშემძლე ღმერთის წყალობით, ხალიფატის ჯარისკაცებმა „კატიუშას“ 6 რაკეტა გაისროლეს ქაბულის საერთაშრისო აეროპორტის მიმართულებით.

აშშ-ის ოფიციალური პირის განცხადებით, დღეს მათმა ანტი-სარაკეტო სისტემამ, ქაბულის აეროპორტის მიმართულებით გასროლილი 5 რაკეტა ჩამოაგდო.

მსგავსი